Accessibility links

კაიროში მუსლიმთა საძმოს მომხრეთა და პოლიციის შეტაკებას სულ მცირე ექვსი პირი ემსხვერპლა


კაიროში დემონსტრაციისას შეტაკება მოხდა მუსლიმთა საძმოს მომხრეთა და პოლიციას შორის. სულ მცირე ექვსი ადამიანი მოკლეს. შეტაკება მოხდა დიდი კაიროს გარეუბან ღაზაში, თალიბიის უბანში, უკანონო გაერთიანება, მუსლიმთა საძმოს მიერ ორგანიზებული მსვლელობის დროს მას მერე, რამადანის დასრულების გამო პარასკევის ლოცვა დასრულდა. ერთი პირი მოკლეს სხვა ქალაქში, სანად მსგავსი შეტაკება მოხდა.

XS
SM
MD
LG