Accessibility links

logo-print

ერთი ჯარისკაცი და სამი მოქალაქეები დაიღუპნენ აღმოსავლეთ უკრაინაში


სამი სამოქალაქო პირი და ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპნენ განვილილი დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შედეგად. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამოქალაქო პირების დაღუპვის მიზეზი გახდა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხრიდან, სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებად ქალაქ ავდიივკაზე მიტანილი საარტილერიო იერიში. უკრაინელი ჯარისკაცი კი მეზობელ ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. არმიის ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც სეპარატისტებმა 14 ივლისს 9 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს.

XS
SM
MD
LG