Accessibility links

logo-print

იანის ვარუფაკისი: ევროკავშირის გეგმა „განწირულია ჩასაფუშავად“


საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი მიიჩნევს, რომ საბერძნეთის ეკონომიკის გადასარჩენად შემუშავებული ევროკავშირის გეგმა „ჩასაფუშავად არის განწირული“. როგორც „ბიბისისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა ვარუფაკისმა, საბერძნეთი იძულებული გახდა დათანხმებოდა პროგრამას, რაც „მაკროეკონომიკური მართვის უმსხვილეს წარუმატებლობად“ იქცევა. იანის ვარუფაკისი თანამდებობიდან გადადგა 5 ივლისს საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის შემდეგ, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობამ უარი უთხრა საერთაშირისო კრედიტორების მიერ შეთავაზებულ მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას, ფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის სანაცვლოდ. თუმცა, რეფერენდუმის მიუხედავად, ალექსის ციპრასის მთავრობა იძულებული გახდა დათანხმებოდა ევროკავშირის პროგრამას, რასაც პარასკევს მხარი დაუჭირა საბერძნეთის პარლამენტმაც. თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენა 10 მინისტრი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG