Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი აცხადებს, რომ ირანი „ქედმაღალი აშშ-ის ოპონენტად რჩება“


ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ მიუხედავად ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეული შეთანხმებისა, ირანი კვლავაც რჩება „ქედმაღალი აშშ-ის ოპონენტად“. ეიდალ ფითრის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებული ხამენეის მიმართვა, სახელმწიფო ტელევიზიებმა 18 ივლისს გადასცეს. მუსლიმები ეიდალ ფითრის ფესტივალით რამადანის წმინდა დღესასწაულის დასრულებას აღნიშნავენ. აიათოლა ალი ხამენეიმ მოუწოდა პოლიტიკოსებს, რომ კარგად შეისწავლონ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ირანსა და ექვსეულს შორის მიღწეული შეთანხმება, რათა დარწმუნდნენ, რომ დოკუმენტი შეესაბამება ირანის ეროვნულ ინტერესებს. „ირანი არავის მისცემს უფლებას, შელახოს რევოლუციური პრინციპებიო“, - დასძინა ხამენეიმ.

XS
SM
MD
LG