Accessibility links

logo-print

ანდრო ბარნოვი - ხელისუფლება პანიკაშია და რეპრესიებს მიმართავს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი აცხადებს, რომ ხელისუფლება პანიკაშია და ცდილობს, რეპრესიებით შეაჩეროს მოქალაქეთა პროტესტის ტალღა. „ღარიბაშვილმა პოლიციას მოუწოდა, დასაჯონ ყველა, ვინც კაპიტულანტური რეჟიმის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს ხელისუფლება სრულ პანიკაშია და ცდილობს, რეპრესიებით შეაჩეროს მოქალაქეთა პროტესტის ტალღა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ და დღეს ხელისუფლებამ პირდაპირი ნადირობა გამოაცხადა "თავისუფალი ზონის" წევრებზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დღეს ჟურნალ დააკავეს "ტაბულას" ჟურნალისტი ლექსო მაჭავარიანი დააკავა.

XS
SM
MD
LG