Accessibility links

ხუთამდე გაიზარდა ტენესის შტატში სამხედრო ბაზაში დაღუპულთა რიცხვი


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით საავადმყოფოში გარდაიცვალა 16 ივლისს აშშ-ის ტენესის შტატის სამხედრო ობიექტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი მეზღვაური, რითაც ხუთამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. 14 ივლისს განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილია კუვეიტში დაბადებული ამერიკის მოქალაქე მოჰამად იუსუფ აბდულაზიზი, რომელმაც სასაკლაო მოაწყო ქალაქ ჩათანოგას სამხედრო გამწვევ პუნქტსა და ახლომდებარე საწვრთნელ ცენტრში.

XS
SM
MD
LG