Accessibility links

ხიდაშელის თქმით, ხელისუფლება რუსულ პროვოკაციას არ აყვება


რუსეთი საქართველოს მოთმინებას ყოველდღიურად ცდის და ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს, -აღნიშნული განცხადებით თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროვოკაციაზე აყოლას არ დაუშვებს. თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და რეაქცია მაღალია. "პროვოცირებით ძალიან დიდ შეცდომას უშვებს რუსული სახელმწიფო, რადგან ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს, რომელიც მას ცივილიზებულ სამყაროსთან ჩამოუყალიბდა, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს და მორიგ ქვებს დებს ამ ურთიერთობების გამძაფრებაში, გართულებაში. ეს მათი არჩევანია, თუმცა ქართულ სახელმწიფოებრიობას ამით უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ემატება", - განაცხადა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG