Accessibility links

logo-print

კიევი და სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ დონეცკის დაბომბვაში


უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ქალაქ დონეცკის დასახლებულ უბანზე განხორციელებულ საარტილერიო დაბომბვაში, რასაც ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, დაინგრა და დაიწვა რამდენიმე შენობა. ერთი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას იუწყება უკრაინის არმია. ამასთან კიევი აცხადებს, რომ მისმა რადიოდაზვერვამ მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერი, რომელზეც სეპარატისტთა საველე მეთაურები დონეცკზე დაგეგმილ საარტილერიო დაბომბვაზე საუბრობენ. მეამბოხეთა ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი ედუარდ ბასურინი კი უარყოფს ამ ბრალდებას. პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ მზად არიან 19 ივლისის ბოლომდე კონფლიქტის ზონიდან გაიყვანონ ყველა მძიმე სახის შეიარაღება, რომლის კალიბრიც აღემატება 100 მილიმეტრს, იმ ზღვარს, რაც ეუთოს მიერ არის დადგენილი.

XS
SM
MD
LG