Accessibility links

logo-print

ნატოს მრავალეროვნული სწავლება საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა


ნატო-ს სამხედრო სწავლება "Agile Spirit 2015", რომელშიც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ, 22 ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნის მიმდინარეობას დღეს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეცნო. სწავლების ფარგლებში, მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი შეიქმნა, რომელიც ძირითადად ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ. სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით სომხეთის და მოლდავეთის სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.

XS
SM
MD
LG