Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას ადმინისტრაციამ ირანთან შეთანხმება კონგრესს გადაუგზავნა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ შესასწავლად კონგრესს გაუგზავნა ვენაში 14 ივლისს მოწერილი საერთაშორისო შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. პროცედურის თანახმად, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში განხილვის პროცესი, რომელიც 20 ივლისს დაიწყება, 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა ამერიკის კონგრესმენებს, რათა მხარი არ დაუჭირონ ვენაში ხელმოწერილ შეთანხმებას. „თუ კონგრესი მოკლავს ამ შეთანხმებას, მაშინ ირანთან მოლაპარაკების პროცესი შეწყდება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 19 ივლისს „სიენენისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG