Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონ კარტერი ირანის შესაჩერებლად სამხედრო მოქმედებას არ გამორიცხავს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება არ გამორიცხავს სამხედრო მოქმედებას, როგორც ირანის შეჩერების გზას, თუკი ის ბირთვული იარაღის შექმნას დააპირებს. ეშტონ კარტერი იწყებს ახლო აღმოსავლეთის ტურნეს იმისათვის, რომ აშშ-ის პარტნიორებს რეგიონში ირანთან მიღწეული შეთანხმება გააცნოს. ტურნე ისრაელიდან დაიწყება. კარტერი ჩავა საუდის არაბეთსა და იორდანიაშიც. ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ აშშ-ს „შემონახული აქვს და მუდმივად ავითარებს“ სამხედრო მოქმედების ვარიანტს იმ შემთხვევისთვის, თუკი ირანი დაარღვევს შეთანხმების პირობებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კრიტიკულად არის განწყობილი გასულ კვირაში ირანსა და მსოფლიო ექვსეულს შორის მიღწეული შეთანხმების მიმართ.

XS
SM
MD
LG