Accessibility links

logo-print

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ვახტანგ გომელაური დასახელდა


20 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად წარადგინა ვახტანგ გომელაური: "ვახო არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი ადამიანი, აქვს კარგი მენეჯერული თვისებები, მე მას 12 წლია ვიცნობ, მასთან მომიწია მუშაობამ 3 წლის განმავლობაში. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული სამსახურისთვის, რომელიც მან შეასრულა თავისი ქვეყნის და ხალხის წინაშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, შესაბამისი კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო ორად და მოხდა საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების გამიჯვნა. 1-ელი აგვისტოდან იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება.

XS
SM
MD
LG