Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ბანკები გაიხსნება


20 ივლისს, სამკვირიანი შესვენების შემდეგ, საბერძნეთში ბანკები იხსნება. დიდ რიგებს მოელიან ბანკებთან. კვლავაც იმოქმედებს შეზღუდვა ნაღდ ფულზე - კვირაში 420 ევროს აღება იქნება შესაძლებელი. კვირას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა არ გამორიცხა საბერძნეთის მიერ ვალების დაფარვის პირობების შეცვლის შესაძლებლობა. გერმანიის საზოგადოებრივ ტელეარხ ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში მერკელმა აღნიშნა, რომ ათენისთვის გამოყოფილი ახალი ფინანსური დახმარების პაკეტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შეიძლება კრედიტის გადახდის ვადების გაზრდისა და პროცენტის შემცირების საკითხი დადგეს.

XS
SM
MD
LG