Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დონალდ ტუსკი ეწვევა


20 ივლისს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვევა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. ის ორ დღეს დაჰყოფს საქართველოში. დონალდ ტუსკი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. 20 ივლისს დონალდ ტუსკისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ვიზიტის მეორე დღეს საქართველოსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტს სიტყვით მიმართავენ.

XS
SM
MD
LG