Accessibility links

logo-print

სულ ცოტა რვა ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა საჰაერო იერიშის შედეგად


20 ივლისს სულ ცოტა რვა ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა, სავარაუდოდ, საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ქაბულის სამხრეთით მდებარე პროვინციაში. პროვინციის სამხედრო სარდლის აბდულ რაზაყის განცხადებით, ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა ლოგარის პროვინციის ბარაკი ბარაკის რაიონში მდებარე ბლოკ-საგუშაგოზე იერიშის შედეგად. „ფრანს პრესი“ რაიონის გუბერნატორ მოჰამად რაჰიმ ამინზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 10 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა ცეცხლის შედეგად. ამინის განცხადებით, ნატოს საჰაერო იერიში შეცდომა იყო - სავარაუდოდ, ცუდი კოორდინაციის შედეგი. „ფრანს პრესს“ აშშ-ის არმიის ანონიმმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ „იცოდა ლოგარის პროვინციაში დღეს დილით აშშ-ის ძალების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შესახებ“.

XS
SM
MD
LG