Accessibility links

logo-print

თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ოლიმპიური სოფელი


თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის „თბილისის ზღვაზე“ აშენებული ოლიმპიური სოფელი. მისი მერის სიმბოლური თანამდებობა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა დაიკავა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისს დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს 50 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი. ოლიმპიური სოფლის გახსნის დღევანდელ ცერემონიაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარაიბაშვილმა განაცხადა, რომ ფესტივალის დასრულების შემდეგ ოლიმპიური სოფლის საცხოვრებელი კომპლექსი საჩუქრად გადაეცემა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს. „მე მჯერა, რომ მოვა დღე, როდესაც ასეთ არაჩვეულებრივ კომპლექსებს და ასეთ შენობებს ავაშენებთ აფხაზეთსა და ცხინვალშიც და ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ძალიან ბევრ ღონისძიებას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG