Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საზღვრის გადმოწევის მცდელობაც კი არ ყოფილა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობა სომხეთიდან საზღვრის გადმოწევის შესახებ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, რომ საზღვრის არათუ გადმოწევა, მისი მცდელობაც კი არ ყოფილა. დავით კერესელიძის განმარტებით, საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია ორი ქვეყნის სამთავრობო კომისიის შეთანხმებით განხორციელდა იმ მონაკვეთზე, სადაც საბჭოთა პერიოდში გადიოდა ადმინისტრაციული საზღვარი.

XS
SM
MD
LG