Accessibility links

logo-print

მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას თურქეთის ქალაქში, რომელიც სირიის საზღვართან მდებარეობს


თურქეთის ქალაქ სურუჩში, რომელიც სირიის საზღვართან მდებარეობს, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა კულტურის ცენტრში აფეთქების შედეგად. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულების რიცხვზე. ხოლო თურქეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, დაიჭრა 20-დან 25-მდე ადამიანი. სურუჩის კულტურის ცენტრი 10-მდე კილომეტრში მდებარეობს სირიის სასაზღვრო ქალაქ კობანიდან. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG