Accessibility links

logo-print

ლიბიაში ოთხი იტალიელი მოიტაცეს


იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბიაში მოიტაცეს იტალიის ოთხი მოქალაქე, რომელიც სამშენებლო კომპანია „ბონატის“ თანამშრომელია. ისინი 19 ივლისს შეიპყრეს დასავლეთ ლიბიის ქალაქ მელიტაში, იტალიის ენერგოკომპანია „ენის“ სამრეწველო კომპლექსის მახლხობლად. იტალიამ წელს 15 თებერვალს დახურა თავისი საელჩო ლიბიაში, რომელიც მისი ყოფილი კოლონიაა და იტალიელებს ურჩია ამ ქვეყნიდან გამგზავრება. მაგრამ ბევრი იტალიელი მუშაობს ლიბიის ენერგოსექტორსა და სამშენებლო სექტორში. ნავთობით მდიდარი ქვეყანა ქაოსით არის მოცული 2011 წელს მოამარ გადაფის მმართველობის დამხობის შემდეგ. ლიბია ამჟამად გაყოფილია ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ მთავრობას შორის.

XS
SM
MD
LG