Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა საჰაერო იერიშის შედეგად


ავღანეთში, სულ ცოტა, შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. ინციდენტი 20 ივლისის დილას მოხდა ქაბულის სამხრეთით მდებარე ლოგარის პროვინციაში. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ ამ პროვინციაში ავღანეთის არმიის სარდლის, აბდულ რაზაკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შვიდი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა არმიის ბლოკპოსტზე საჰაერო იერიშისას ბარაკი ბარაკის რაიონში. ლოგარის პროვინციის პოლიციის უფროსმა, მოჰამად დოუდ აჰმადიმ დაადასტურა დაღუპულების რიცხვი. ხოლო რაიონის გუბერნატორის, მოჰამად რაჰიმ ამინის ინფორმაციით, ნატოს საჰერო დარტყმა იყო შეცდომა, სავარაუდოდ, გამოწვეული ცუდი კოორდინაციით. ავღანეთში აშშ-ის სამხედრო პრესმდივნის პოლოკოვნიკ ბრაიან ტრაიბასის განცხადებით, მიმდინარეობის ინიცდენტის გამოძიება.

XS
SM
MD
LG