Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში აფეთქებამ, სულ ცოტა, 28 ადამიანი შეიწირა


თურქეთის ქალაქ სურუჩში, რომელიც სირიის საზღვართან მდებარეობს, სულ ცოტა, 28 ადამიანი დაიღუპა კულტურის ცენტრში აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც აფეთქებას „ტერორისტულ თავდასხმად“ მიიჩნევს. მისივე მონაცემებით, დაიჭრა 100-მდე ადამიანი. სურუჩის კულტურის ცენტრი 10-მდე კილომეტრში მდებარეობს სირიის სასაზღვრო ქალაქ კობანიდან. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ცნობების თანახმად, სოციალისტი ახალგაზრდების ფედერაციის 300-მდე წევრი იმყოფებოდა კულტურის ცენტრში და ემზადებოდა კობანიში გასამგზავრებლად, ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. კობანიდან ისლამისტი ექსტრემისტების განდევნა ითვლება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ უდიდეს მარცხად და ქურთების შეიარაღებული წინააღმდეგობის სიმბოლოდ.

XS
SM
MD
LG