Accessibility links

ყირგიზეთში დააკავეს ექსტრემისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ყოფილი დეპუტატი


ყირგიზეთში დააკავეს ყოფილი დეპუტატი, რომელიც ეჭვმიტანილია ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის მქონე პირებისათვის იარაღის მიწოდებაში. ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის 20 ივლისის განცხადებით, ყოფილი დეპუტატი ბიშკეკის აეროპორტში დააკავეს, ყირგიზეთიდან გამგზავრების მცდელობისას. დეპუტატს მხოლოდ ინიციალებით (კ.მ.კ.) მოიხსენიებენ და იუწყებიან, რომ ის არის პარტია „აკ ჯოლის“ წევრი. "აკ ჯოლი" ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ყურმანბეკრ ბაკიევმა დააარსა და მმართველი პარტია იყო 2010 წლამდე, სანამ ბაკიევის მმართველობას ბოლო მოეღებოდა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების შედეგად.

XS
SM
MD
LG