Accessibility links

პარლამენტს წარუდგინეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვ.გომელაურის კანდიდატურა


საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა, რომელიც 20 ივლისს დაასახელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მან გომელაურს უწოდა უაღრესად წესიერი, პრინციპული, სამართლიანი და პროფესიონალი ადამიანი და კარგი მენეჯერი. „მჯერა, რომ ის წარმატებით უხელმძღვანელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ სამსახურმა ჩვენს მოქალაქეებში დიდი ნდობა მოიპოვოს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. ცნობების თანახმად, პრემიერ-მინისტრი ამ დღეებში დაასახელებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გომელაურის შემცვლელის კანდიდატურას. მთავრობის ინიციატივით პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორად გაიყო და ერთმანეთისგან გაიმიჯნა საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობას 1 აგვისტოდან დაიწყებს.

XS
SM
MD
LG