Accessibility links

საქართველოს ეწვია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი


საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. ის 20 ივლისვე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, რის შემდეგაც გაიმართება მათი ერთობლივი პრესკონფერენცია. საქართველოში ტუსკის ვიზიტი ითვალისწინებს აგრეთვე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ვიზიტის მეორე დღეს საქართველოსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტს.

XS
SM
MD
LG