Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს ცვლილებას ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გარშემო


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე შეხვედრა. მასზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას საოკუპაციო ხაზთან აღმართული, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მოცილებაზე. გადაწყვეტილებები, რომლებიც 20 ივლისის შეხვედრაზე მიიღეს, არის საქართველოს დაკავებული მოქალაქის გათავისუფლება და თბილისის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე მცხოვრების პირებისათვის წელს წითელუბანთან და ხურვალეთთან მოსავლის აღების საშუალების მიცემა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით დამატებითი სხდომის მოწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც 10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფლებთან წითელუბანთან და ხურვალეთთან და ახლგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან განათავსეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები.

XS
SM
MD
LG