Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში შიიტმა მეამბოხეებმა 100-მდე ადამიანი მოკლეს


იემენში 100-მდე ადამიანი დაიღუპა სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ ადენთან მდებარე დასახლებისთვის ჭურვების დაშენის შედეგად. თავდასხმაში შიიტ მეამბოხეებს ადანაშაულებენ. შიიტმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა 19 ივლისს წამოიწყეს ქალაქ დარ საადზე იერიში მას შემდეგ, რაც დაკარგეს კონტროლი ადენის რამდენიმე რაიონზე. ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ექიმები უსაზღვრებოდ“, წარმომადგენელმა 20 ივლისს განაცხადა, რომ დაღუპულების 80%-ს სამოქალქო პირები შეადგენენ.

XS
SM
MD
LG