Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია ირანის შესახებ


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც შესაძლებელს ხდის ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაუქმების პროცესის დაწყებას. კენჭისყრა წინასწარვე ფორმალობად იყო მიჩნეული, რადგან უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი, ანუ ვეტოს უფლების მქონე ყველა წევრი - აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი - და მათთან ერთად გერმანია მონაწილეობდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში, რომელიც ვენაში 14 ივლისს დასრულდა შეთანხმებით ირანის პროგრამის შეზღუდვაზე მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. რეზოლუციის მიხედვით, დაიწყება სანქციების ეტაპობრივი და გარკვეულ პირობებთან დაკავშირებული გაუქმება გარანტიების სანაცვლოდ, რომ ირანი არ შექმნის ბირთვულ იარაღს.

XS
SM
MD
LG