Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფა 26 თებერვალს აირჩევს ახალ პრეზიდენტს


ფიფა აპირებს 26 თებერვალს გამართოს კენჭისყრა ახალი პრეზიდენტის ასარჩევად. ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 20 ივლისს გამოაცხადა, რომ კენჭისყრა გაიმართება ციურიხში, საგანგებო ყრილობაზე. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტია ზეპ ბლატერი, რომელმაც 2 ივნისს, ფიფაში კორუფციული სკანდალის ფონზე გამოაცხადა, რომ გადადგება. ამ განცხადებამდე ოთხი დღით ადრე ბლატერი მეხუთე ვადით აირჩიეს ფიფას პრეზიდენტად. 20 ივლისს ციურიხში ბლატერის პრესკონფერენცია ინციდენტმა დააყოვნა: ინგლისელმა კომიკოსმა, საიმონ ბროდკინმა ყალბი ფულის ბანკნოტები დააყარა ფიფას პრეზიდენტს და გამოაცხადა, რომ ქრთამს იხდის 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩრდილოეთ კორეაში ჩასატარებლად.

XS
SM
MD
LG