Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ გალერეაში გამოიფინება ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით“


21 ივლისიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ეროვნულ გალერეაში შესვლა თავისუფალი იქნება და ფიროსმანის ნახატის "არსენალის მთა ღამით" ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს. ნიკო ფიროსმანაშვილის ცნობილი ნამუშევარი "არსენალის მთა ღამით", რომელიც მიმდინარე წლის პირველ ივნისს ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა Christie's-ის აუქციონზე შეიძინა, მფლობელის გადაწყვეტილებით, საჩუქრად საქართველოს გადაეცა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, ნახატი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდში ჩაირიცხა, რომელშიც ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული.

XS
SM
MD
LG