Accessibility links

logo-print

21 ივლისიდან ჩატარდება C ჰეპატიტზე სკრინინგის კვირეული


ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 21 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში C ჰეპატიტზე სკრინინგის კვირეული ჩატარდება. შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაევალა. მოსახლეობის სკრინინგი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვით (თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) ჩატარდება და მისი შედეგები სპეციალურ მონაცემთა ბაზებში აღირიცხება.

XS
SM
MD
LG