Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა კოდა-ნინოწმინდის გზაზე


მოძრაობა შეზღუდულია კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე (სოფ. საღრაშენის მიმდებარედ) მეწყრული პროცესების შედეგად ჩაწყდა გზის სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაადგილდება კოდა-მარნეულის, მარნეული-თეთრიწყაროს და ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზების გავლით.

XS
SM
MD
LG