Accessibility links

logo-print

ტუსკი: ევროკავშირში უვიზო რეჟიმისთვის საქართველოს დამატებითი რეფორმები სჭირდება


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმისთვის საქართველოს დამატებითი რეფორმების გატარება სჭირდება.როგორც დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი სურვილი გააჩნია. "თუმცა ჩემი სურვილი არ არის გარანტია იმ დროს, როდესაც საკითხი ეხება უვიზო მიმოსვლას. საქართველო კარგ პოზიციაზე დგას. ის ამჟამად ახორციელებს რეფორმებს, რომელსაც მივესალმებით, თუმცა უვიზო რეჟიმისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო. საქართველომ უნდა გააგრძელოს აქტიური მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით", - განცხადა დონალდ ტუსკმა.

XS
SM
MD
LG