Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი გეგმავს, რეზოლუცია მიიღოს საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე


შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტი მიმდინარე კვირაში რეზოლუციის მიღებას გეგმავს. პარლამენტის ბიუროს "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი უკვე წარედგინა. რეზოლუციის საკუთარი ვარიანტი პარლამენტს გასულ კვირაში "ნაციონალურმა მოძრაობამაც" გადასცა. „საზღვრის“ გასწვრივ განვითარებულ მოვლენებზე და მასთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტებზე დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შემდეგ საკითხი განსახილველად სესიაზე გავა.

XS
SM
MD
LG