Accessibility links

logo-print

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი კონფლიქტის ზონაში ჩავიდა


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და მისიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ცოტა ხნის წინ კონფლიქტის ზონაში ჩავიდა.როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დონალდ ტუსკი თანმხლებ პირებთან ერთად სოფლების ხურვალეთის და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო, თუმცა მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.რაც შეეხება სხვა მხრივ არსებულ ვითარებას, კონფლიქტის ზონაში ამ დროისთვის ვითარება უცვლელია. პრესისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით კი სოფლების ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით ჯერჯერობით შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტს 4 დღის წინ დაწესებული რეგულაციები არ მოუხსნია.

XS
SM
MD
LG