Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს გადაუხადა 2 მილიარდ დოლარზე მეტი


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, საბერძნეთმა გადაიხადა ვალი 2,05 მილიარდი დოლარის ოდენობით. ათენმა ასევე გადაიხადა 4,2 მილიარდი ევრო ევროპული ცენტრალური ბანკის ვალის დასაფარად. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპული ცენტრალური ბანკისთვის ვალის გადახდა საბერძნეთმა მას შემდეგ შეძლო, რაც ევროკავშირმა მას შვიდი მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტი გამოუყო. ივნისსა და ივლისში საბერძნეთმა ვერ შეძლო სავალუტო ფონდისთვის ორი გადასახადის გადახდა. ფონდის პრესსპიკერის ჯერი რაისის განცხადებით, ამ მომენტისათვის ათენმა სრულად დაფარა მასზე დაკისრებული ვალი: „ფონდი მზადაა კვლავაც დაეხმაროს საბერძნეთს ფინანსური სტაბილურობისა და ზრდის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მან. საბერძნეთის ბანკები ორშაბათს სამკვირიანი დახურვის შემდეგ კვლავაც გაიხსნა. თუმცა ქვეყანაში კვლავაც მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

XS
SM
MD
LG