Accessibility links

logo-print

ლიბანის მოქალაქე დააკავეს კოკაინის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით


შვიდ კილოგრამზე მეტი კოკაინის უკანონოდ შეძენა-შენახვის და საქართველოდან გატანის მცდელობის ბრალდებით ლიბანის მოქალაქე დააკავეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, თურქეთთან საზღვარზე მდებარე სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დაკავებულ ლიბანის მოქალაქეს ხელჩანთაში არსებულ სპეციალურ სამალავში და ლამინირებულ ფოტოალბომში აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომლის საერთო წონა, ექსპერტიზის დასკვნით, 7კილოგრამი და 348 გრამია.

XS
SM
MD
LG