Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ გალერეაში გამოიფინა ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“


ეროვნულ გალერეაში გამოიფინა ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით,“ რომელიც წელს ივნისში Chrisitie's-ის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და საჩუქრად ქვეყანას გადასცა. დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში ეროვნულ გალერეაში შესვლა უფასოა და ფიროსმანის ნახატის დათვალიერების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილი პროცედურების დასრულების შემდეგ, „არსენალის მთა ღამით“ ჩაირიცხა ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდში, სადაც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული. კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმში გადატანამდე "არსენალის მთა ღამით" ეროვნულ გალერეაში გამოიფინა ნიკო ფიროსმანის სხვა ნამუშევრების გვერდით. კულტურის სამინისტროს განცხადებით, დღემდე „არსენალის მთა ღამით“ თბილისში ერთადერთხელ, 1919 წელს იყო წარმოდგენილი ქართველი მხატვრების დიდ გამოფენაზე, 96 წლის შემდეგ კი ნიკო ფიროსმანის შედევრი კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. „არსენალის მთა ღამით“ საბჭოთა მთავრობამ 1957 წელს აჩუქა ფრანგ მწერალ ლუი არაგონს. მას შემდეგ ნიკო ფიროსმანის ნახატი სხვადასხვა კერძო კოლექციაში ინახებოდა.

XS
SM
MD
LG