Accessibility links

ნარმანია: თბილისში იწყება კიდევ 50-მდე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია


თბილისში კიდევ 50-მდე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია იწყება - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ. მისი ინფორმაცით, გზების კაპიტალურად შეკეთების მიზნით გამოცხადებული, 18 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი უკვე დასრულებულია, ცამეტ ქუჩაზე გზის აღდგენა მომავალი კვირიდან დაიწყება, დანარჩენი ქუჩების კი - ეტაპობრივად. თბილისის მერის განცხადებითვე, უახლოეს ხუთ დღეში მუშაობა დაიწყება თბილისი-კოჯრის გზაზეც. დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქში გზების შეკეთება აგვისტო-სექტემბერში დაგეგმილი ინტენსიური სამუშაოების შედეგად დასრულდება. დავით ნარმანიას ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება, საპატრულო პოლიცია კი უზრუნველყოფს, რომ მძღოლებს პრობლემები ნაკლებად შეექმნათ.

XS
SM
MD
LG