Accessibility links

SOCAR Georgia Gas-მა უარყო გაზის შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია


კომპანია SOCAR Georgia Gas-მა უარყო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. „ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რასაც ადასტურებს გაზმომარაგების შესახებ სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები“, - ნათქვამია SOCAR Georgia Gas-ის განცხადებაში. კომპანია მედიასაშუალებებს სთხოვს, გადამოწმების გარეშე ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რადგან არასწორმა ცნობებმა შესაძლოა, საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა გამოიწვიოს. გასული კვირის ბოლოს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების, მათ შორის SOCAR-ის დაჯარიმების გამო, საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზით მომარაგების პრობლემა შეექმნა.

XS
SM
MD
LG