Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთმა შეწყვიტა აშშ-სთან 1993 წელს გაფორმებული შეთანხმება


ყირგიზეთის მთავრობამ 21 ივნისს ოფიციალურად შეწყვიტა აშშ-სთან 1993 წელს გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმება. ყირგიზეთის მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ტემირ სარიევმა ხელი მოაწერა მთავრობის გადაწყვეტილებას „დახმარების გაწევის ხელშეწყობისთვის თანამშრომლობის“ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე. ამ ნაბიჯის ფონია ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 17 ივლისს გამოთქმული პროტესტი აშშ-ის გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც ადამიანის უფლებების სფეროში ჯილდო ენიჭება აზიმჯონ ასკაროვს - ჟურნალისტს და უფლებადამცველს, რომელიც ბიშკეკის ციხეში იმყოფება, სამუდამო პატიმრობის ვერდიქტით. ეს სასჯელი მას „სამოქალაქო მშვიდობისთვის და საზოგადოებრივი სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის“ ბრალდების საფუძველზე დააკისრეს. ასკაროვი ეთნიკური უზბეკია, ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ყირგიზეთის სამხრეთში 2010 წლის ივნისში, ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ის აცხადებს, რომ პოლიციელებმა აწამეს. 20 ივლისს ვაშინგტონმა ბიშკეკი გააფრთხილა, რომ დაძაბულობის ესკალაციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ყირგიზეთის დახმარების პროგრამებს, რომლებსაც აშშ აფინანსებს. ყირგიზეთი ახლახან შეუერთდა მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.

XS
SM
MD
LG