Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა ალ-ყაიდის მაღალჩინოსანი


პენტაგონის განცხადებით, ორი კვირის წინ აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა ალ-ყაიდის მაღალჩინოსანი, რომელიც სირიაში მდებარე ბაზიდან გეგმავდა თავდასხმებს დასავლეთზე. განცხადების თანახმად, მუჰსინ ალ-ფადლი, რომელიც ძებნილი იყო, 8 ივლისს მანქანით გადაადგილდებოდა სირიის ქალაქ სარმადასთან ახლოს, როცა ის საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. ფადლი მონაწილეობდა 2002 წელს ქუვეითში აშშ-ის საზღვაო ქვეითების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში და საფრანგეთის გემზე, MV Limburg-ზე შეტევაში. პენტაგონის პრესმდივნის, ჯეფ დევისის თქმით, ის იყო ალ ყაიდის მაღალი რანგის წევრი, ერთ-ერთი ლიდერების მცირერიცხოვანი ჯგუფიდან, რომელმაც 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შესახებ მიიღო შეტყობინება. დევისის თქმით, მისი სიკვდილი დაასუსტებს ალ-ყაიდის შესაძლებლობებს.

XS
SM
MD
LG