Accessibility links

logo-print

რუსეთი უარყოფს პოლიტიკურ მოტივს ჰოლანდიური ტიტების შესაძლო აკრძალვაში


ჰოლანდიური ყვავილები რუსეთისთვის სანიტარულ „საფრთხეს“ წარმოადგენს და ისინი შეიძლება აიკრძალოს - განაცხადა რუსეთის სოფლის მეურნეობის უსაფრთხოების ზედამხედველმა ორგანომ 21 ივლისს. სააგენტოს განცხადების თანახმად, ნიდერლანდიდან ყვავილების იმპორტზე აკრძალვის დაწესება „ძალიან რეალისტურია“. ამ ნაბიჯის ფონია მოსკოვის და ჰააგის ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაუარესება. თუმცა რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნაბიჯი არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად არ ისახავს ჰოლანდიის დასჯას იმის გამო, რომ ის ევროპის სანქციებს შეუერთდა, ან აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები წარმოადგენენ მთავარ ეჭვმიტანილს ერთი წლის წინ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში. თვითმფრინავის კატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა, 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა ჰოლანდიელი იყო.

XS
SM
MD
LG