Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრო-ევროპული პარტიები შეთანხმდნენ კოალიციაზე


მოლდავეთის სამი პრო-ევროპული პარტია შეთანხმდა მმართველი კოალიციის ფორმირებაზე, რათა შეიქმნას მთავრობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გაუძღვება. დემოკრატიულმა პარტიამ, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ და ლიბერალურმა პარტიამ 22 ივლისს გამოაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია. ლიბერალური პარტიის ლიდერმა, მიჰაი ღიმპუმ განაცხადა, ეს „კარგი ნიშანია მოლდაველებისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისო“. პრემიერ-მინისტრი კირილ გაბურიჩი ივნისში გადადგა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დაიწყო მისი სკოლის დიპლომის და საუნივერსიტეტო ხარისხის სინამდვილის გარშემო. მოლდავეთში არჩევნები 2014 წლის ნოემბერში ჩატარდა, მაგრამ მაშინ პრო-ევროპულმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მთავრობა კომუნისტების მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG