Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 ადამიანი ემსხვერპლა ავღანეთში ბაზარზე თავდასხმას


ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთში თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა ხალხმრავალ ბაზარში, რასაც სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. ფარიაბის გუბერნატორის, აბდულ სატარ ბარეზის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, ქალები და ავღანეთის არმიის სულ მცირე ერთი სამხედრო. მისი ცნობით, დაჭრილია კიდევ 40-მდე პირი. როგორც იუწყებიან, თვითმკვლელი თავდამსხმელის სამიზნე ადგილზე მყოფი სამხედრო ძალები იყო, თუმცა მისი მსხვერპლის უმეტესობა უდანაშაულო სამოქალაქო პირია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. თალიბანმა და სხვა ისლამისტმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა გაახშირეს თავდასხმები ავღანეთში, მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2014 წლის ბოლოს დატოვეს აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძალებმა.

XS
SM
MD
LG