Accessibility links

logo-print

უკრაინის „მემარჯვენე სექტორი“ ითხოვს რეფერენდუმს მთავრობის იმპიჩმენტის საკითხზე


21 ივლისს კიევში ასობით უკრაინელმა მემარჯვენემ გამართა აქცია მთავრობის პოლიტიკის გასაპროტესტებლად, მას შემდეგ, რაც ქვეყნის დასავლეთში რადიკალ ნაციონალისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერის, დმიტრო იაროშის განცხადებით, მისი ჯგუფი იწყება კამპანიას რეფერენდუმის მოსათხოვად იმის თაობაზე, უნდა მოეწყოს თუ არა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და მისი მთავრობის იმპიჩმენტი და გაუკეთდეს თუ არა „აბსოლუტური ბლოკადა“ ქვეყნის აღმოსავლეთის იმ ტერიტორიებს, რომლებსაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აკონტროლებენ. იაროშის თქმით, რეფერენდუმზე ასევე დაისმება კითხვა, უჭერენ თუ არა უკრაინელები მხარს მოხალისე გასამხედროებული დაჯგუფებების კანონით აღიარებას და მათთვის იარაღის ტარების და კომენდანტის წესის გამოცხადების უფლებების მინიჭებას - რაც, მისი თქმით, აღმოსავლეთში სეპარატისტების დამარცხებას შეუწყობს ხელს. ასეთ ფონზე, ეუთოს ხელმძღვანელმა და სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა 21 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ და პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომელიც აფართოებს აღმოსავლეთ უკრაინაში იარაღის გატანის პროცესს, რომელმაც ახლა ტანკები და უფრო მცირე იარაღიც უნდა მოიცვას.

XS
SM
MD
LG