Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკართურის ფონდი აცხადებს, რომ რუსეთს ტოვებს


აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რუსეთში 20 წელიწადზე მეტია მოქმედებს, აცხადებს, რომ რუსეთს ტოვებს ახალი კანონების გამო, რომელთა სამიზნე უცხოური ორგანიზაციებია. მაკართურის ფონდის განცხადებით, მან მოსკოვში თავისი წარმომადგენლობის დახურვის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ახალი რეგულაციები შეუძლებელს ხდის „ეფექტიან მუშაობას“. განცხადების თანახმად, ეს ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ რუსეთის მთავრობა ქვეყანაში ფონდის მუშაობას არ მიესალმება. 1992 წლის შემდეგ ფონდმა გრანტების სახით 170 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო რუსეთში მოქმედ ჯგუფებს, რომლებიც უმაღლესი განათლების და ადამიანის უფლებების სფეროებში მუშაობენ. მიმდინარე თვეში რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ მთავრობას მიმართა თხოვნით შეისწავლოს 12 უცხოური ორგანიზაციის მუშაობა, მაკართურის ფონდის ჩათვლით, რათა ისინი შესაძლოა „არასასურველ ორგანიზაციებად“ გამოცხადდეს და დაიხუროს.

XS
SM
MD
LG