Accessibility links

ქურთმა ექსტრემისტებმა პასუხისმგებლობა იკისრეს თურქეთში ორი პოლიციელის მკვლელობაზე


ქურთმა ექსტრემისტებმა პასუხისმგებლობა იკისრეს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი პოლიციელის მკვლელობაზე. მოკლული პოლიციელები 22 ივლისს იპოვეს, სანლიურფას რეგიონში, სირიის საზღვართან ახლოს. აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის გასამხედროებულმა ფრთამ განაცხადა, რომ ისინი „დასჯის მიზნით“ დახოცეს, რათა სამაგიერო გადაეხადათ 20 ივლისს თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ სურუჩში. ქურთთა გასამხედროებული ფრთა პოლიციას სდებს ბრალს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან თანამშრომლობაში. პრემიერ-მინისტრის, აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია.თურქეთის მთავრობის ცნობით, მას, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რომლის ექსტრემისტებიცსაზღვრის მეორე მხარეს, სირიაში, ქურთთა ძალებს ებრძვიან.

XS
SM
MD
LG