Accessibility links

ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს კნოლევის მკვიდრი ვაჟა თოთლაძე


ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მკვიდრი ვაჟა თოთლაძე. ის რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 4 დღის წინ დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. ვაჟა თოთლაძის გათავისუფლება ქართულმა მხარემ 20 ივლისს მოითხოვა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე შეხვედრაზე. ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებამდე ვაჟა თოთლაძეს 2 ათასი რუსული რუბლის ჯარიმა გადაახდევინეს.

XS
SM
MD
LG