Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ უჭერს ვახტანგ გომელაურის თანამდებობაზე დამტკიცებას


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის არჩევას მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობა. დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩიორა თაქთაქიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის და თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ შს-თა მინისტრად დანიშვნამდე ვახტანგ გომელაურის ერთადერთი სამუშაო ადგილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო. თაქთაქიშვილის თქმით, მანამდე ამ სამსახურის არცერთი სხვა თანამშრომელი ერთ დღეში არ დაწინაურებულა და არ გამხდარა შსს-ს მაღალი თანამდებობის პირი. დეპუტატის შეფასებით, ერთადერთი ახსნა ის არის, რომ ვახტანგ გომელაურის დასაცავი ობიექტი ბიძინა ივანიშვილი იყო. ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაურის დანიშვნის ერთადერთი საფუძველი და მიზანიც ბიძინა ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

XS
SM
MD
LG