Accessibility links

logo-print

დღეს ჩამოვა ლიტვის რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში


ლიტვის რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი თბილისს დღეს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსი" ლიტვის საელჩოზე დაყრდნობით წერს, ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ლიტველ დიპლომატს რწმუნებათა სიგელები 2015 წლის 19 ივნისს გადასცა. დიპლომატი გიედრიუს პუოჯუნასი საქართველოში ელჩად წარდგენამდე გახლდათ ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, სლოვენიაში, სლოვაკეთში, ხორვატიასა და ლიხტენშტაინის სამეფოში. საქართველოში ელჩად დანიშვნამდე გიედრიუს პუოჯუნასი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

XS
SM
MD
LG